მთავარი

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ,,ციფრული სკოლის" პროექტი, რომლის მიზანია სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოოგიების დანერგვა და გამოყენება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თითოეული ჩართული სკოლიდან ტრენინგების საშუალებით გადამზადდებიან სკოლის ექვსი წარმომადგენელი, რომლებიც შეაფასებენ საკუთარი სკოლის ციფრულ მზაობას და საჭიროების მიხედვით განსაზღვრავენ ციფრული სწავების ინოვაციურ სტრატეგიებს. პროექტი ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით. ვფიქრობთ, რო სკოლებში ჯერ კიდევ აქტუალურია სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარის ნაკლებობა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში ციფრული კომპეტენციების განვითარებას, სწავლას გახდის ეფექტურს და გაიზრდება მოტივაცია.

No comments:

Post a Comment