სკოლის შესახებ

 სსიპ წილკნის საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი განთავსებული იყო სოფლის ცენტრში ორსართულიან შენობაში. სიძველის გამო შენობა დაზიანდა საჭირო გახდა ახალი სკოლის აშენება. წილკნის სკოლის ახალი შენობა გაიხსნა 2015 წლის სექტემბერში. სკოლის გახსნას ესწრებოდნენ იმჟამინდელი მინისტრები, პრემიერი - ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლების მინისტრი - ქალბატონი თამარ სანიკიძე. სკოლა თანამდედროვე სტანდარტებით და ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. იგი აღჭურვილია საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. სკოლაში არის ინტერნეტი და კომპიუტერები.

  ამჟამად სკოლაში 350 მოსწავლე და 27 მასწავლებელია. სკოლა ჩართულია პროექტში ,,ახალი სკოლის მოდელი", სადაც წარმატებით ხორციელდება ინოვაციური სწავლება.

ჩვენი სკოლა ჩაერთო ასევე საგანმანათლებლო პროექტში ,,ციფრული სკოლა -საქართველო. " პროექტის ფარგლებში სკოლამ ჩაატარა კვლევა, გაანალიზა ,,სელფის" რეპორტი და მიღებული შედეგები. გამოკვეთა პრობლემები.


No comments:

Post a Comment